ხშირად დასმული კითხვები არის სიტყვების პლატფორმა. აქ ფურცელსა და ფურცლის გარეთ სხვადასხვა სიტყვები იწერება.

Article Read ENG

ხშირად დასმული კითხვები


ხშირად დასმული კითხვები არის სიტყვების პლატფორმა. აქ ფურცელსა და ფურცლის გარეთ სხვადასხვა სიტყვები იწერება.

სარჩევი:
1. კონცეფცია
2. 2019: ხშირად დასმული კითხვები – დრო
2.1 მონაწილეები
2.2 წლები
2.3 რეზიდენცია
2.4 პუბლიკაცია
2.5 ინტერვენციები
3. გუნდი
4. დაგვიკავშირდით
5. პარტნიორები
6. სხვა ლინკები:

კონცეფცია


“ხშირად დასმული კითხვები” სიტყვების პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ტექსტთან დაკავშირებულ სხვადასხვა დისციპლინას.
“ხშირად დასმული კითხვების” მიზანი სააზროვნო სივრცის შექმნაა, სადაც სხვადასხვა პროფესიის ადამიანები შერჩეულ თემაზე ახალ კითხვებს დასვამენ.

2019: ხშირად დასმული კითხვები – დრო


“ხშირად დასმული კითხვების” წლევანდელი თემა არის დრო: 1989-2019 წელი.
ბოლო 30 წლის განმავლობაში მომხდარი ამბები და მოვლენები რომელმაც დღევანდელი დღე განაპირობა, თუმცა გაუაზრებელი დარჩა და დაიკარგა.
“ხშირად დსამული კითხვები” დროის აღწერა და ახალი მნიშვნელობების ძიებაა.
სიტყვების პლატფორმა რამდენიმე ნაწილისგან შედგება:
რეზიდენცია არტ ვილა გარიყულაში; ვორქშოფი შემოქმედებით წერაში; გამოფენა და პუბლიკაცია.

რეზიდენციის თითოეული მონაწილე ირჩევს წელს და სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა სიტყვებით მოგვითხრობს შერჩეულ დროზე.
“ხშირად დასმული კითხვების” მთავარი იარაღი სიტყვაა. სწორედ, სიტყვის საშუალებით ეცდებიან მონაწილეები გაიხსენონ და აღწერონ დავიწყებული ისტორია, გასული დრო.
დროის უკან გადახვევა, დავიწყებული ამბების გახსენება და ახალი ისტორიის სუბიექტურად თხრობა ღიად დარჩენილი კითხვების პასუხი შეიძლება გახდეს.

მონაწილეები

ირაკლი ხვადაგიანი, შალვა ბაკურაძე, გაბრიელა ლაგჰოფი, ერეკლე დეისაძე, ზაზა კოშკაძე, ანა ილურიძე, ალექს ჩიღვინაძე, გურამ წიბახაშვილი, ირმა ტაველიძე, შოთა იათაშვილი, მიხო ნერგაძე, ტატო ჩანგელია, თამთა მელაშვილი, ლევან შატბერაშვილი, გიორგი მუხაძე, თამარ შუკაკიძე, ანნა ძიაპშიპა, ნინო ლომაძე, თამარ ბაბუაძე, ზურა ჯიშკარიანი, რაიჰან დემეტრიე, სანდრო ნავერიანი, ივა ფეზუაშვილი, დავით ჩიხლაძე, ნინო ბექიშვილი, ელენე ფასური, დავით გაბუნია, გიგი გულედანი.

წლები

1989 1990 1991 1992
1993 1994 1995 1996
1997 1998 1999 2000
2001 2002 2003 2004
2005 2006 2007 2008
2009 2010 2011 2012
2013 2014 2015 2016
2017 2018 2019

რეზიდენცია

სიტყვების პლატფორმა გარიყულაში, ფესტინოვას ფარგლებში იწყება. რიგით მე-11 თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი აფართოებს არეალს და ლიტერატურას, სიტყვებს უთმობს სივრცეს.

პუბლიკაცია

შავ საქაღალდეში თითო წინადადებამდე, ზოგჯერ სიტყვამდე დაყვანილი წლები დევს: 1989 – 2019 წელი.

აქ შეკრებილი სიტყვებად ქცეული წლები ჩვენი კოლექტიური ბიოგრაფიაა. პრესაში და ტელევიზიაში სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადამიანის მიერ ნათქვამი სიტყვები, წლების სათაურებად გადაიქცა.

შეიძლება შეუძლებელიც არის დროის ერთი სიტყვით აღწერა, ისტორიის ერთ სიტყვაში ჩატევა.

რა არის ეს?

სუბიექტური ისტორია? ბიოგრაფია? დაკარგული დღიური თუ ვადაგასული კალენდარი? ენციკლოპედია დაკარგული მნიშვნელობებით?

ეს არის ის რაც დარჩა.

რამდენიმე სიტყვა –  მეხსიერების ღილაკები.

სიტყვა – ღილაკებზე დაჭერისას ხან დავიწყებული, ხან დაკარგული, ხან კარგად ნაცნობი ამბები გვახსენდება.

ეს სიტყვები გამოცანებია. გამოცანის პასუხი კი ჯერ არ დაწერილი ისტორიაა.

გამოფენა

სიტყვები და წინადადებები, დროს რომ აღწერს, საგამოფენო სივრცის იატაკზე, ფურცელს გარეთაა დაწერილი.

ფოტო: ლაშა ცერცვაძე

გუნდი

მარიამ ნატროშვილი და დეთუ ჯინჭარაძე, ნინო კიკნაძე, სანდრო ნავერიანი


დაგვიკავშირდით


მოგვწერეთ:sadarismelia@gmail.com
ან დაგვირეკეთ: 995 595 850967

პარტნიორები


“ხშირად დასმული კითხვების” მხარდამჭერია აჭარა გრუფი და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო.

სხვა ლინკები:


• Media links

• facebook

• festinova

• www.sadarismelia.com