გუგა მგელაძე

ბასიანის ბრძოლა

და აწ დამტკიცებულად გითხრათ თქუენ წამებაი წმიდისა და ნაელესდარისა ჯუმბერისი.
ვარდობისა თუესა ათთორმეტსა, რაჟამს ჯუმბერ სრულწლოვან იქმნა, ნძრევისგან ასგზის უბადრუკმან და საწყალობელმან განიზრახა შთასვლა კლუბსა შინა სახელად ,,ბასიან’’. და მამად მისსა იყო თენგო, ვაჟი ემზარისი, ყოფილი ცეხავშიკისაი. რამეთუ რაჟამს წარდგა იგი წინაშე მამისა, არათუ პატივისა მოღებისთვის, არამედ მაყუთისა მცირესი. საწყალობელი ესე მაყუთსა ითხოვდა თენგოსგან, რაითამცა სათნო ეყო მამასა და რქუა მან: ,,მამავ, უფულოდ დიდსა ღუაწლსა განმზადებულ ვარ’’. ხოლო რქუა თენგომ ჯუმბერს: ,,რაისა მკითხავ ამას? და ჯუმბერმან რქუა მას: მტკიცედ სდგაა? და რქუა თენგომ: ,,ნუ რას ფიცხელსა სიტყუასა მეტყვ მე, რამეთუ შვილთა ბუნებაი იწრო არს. სთქუი, ნუცაღა მერიდები მე და ნუცაღა გძაგ.’’
ბევრი რომ აღარ ვატრაკო, მამაჩემს საკაიფო კუში ავახიე და ჩემებთან ერთად ,,ბასიანზე’’ ავედი.
ბზარა ჩემი კაცია, ბავშვობაში კაფელზე მოსრიალდა და თავის ქალა გაებზარა. მაგრამ მიყვარს, რა. სულ ერთად ვართ. ჩემთანაც რჩება. ერთ ლოგინში გვძინავს, მარა ისეთ პონტში რა, ხო ხვდებით.
ყანჩა ჩემი მეორე ძმაა. ერთხელ არ ენძრევინებოდა და ჩამოვჰკარ, რამეთუ ფლუიდმან თვისმან ესერიგად მხეც ჰყო იგი.
ჰო, მართლა, მე ჯუმბერი მქვია, რამეთუ ბაბუაჩემს დაუჟინია: იმ პიდარასტმა ედიკამ ანაბრები გაგვიყინა, სახელმწიფოს სულ ფეხებზე ვკიდივარ, თქვენ მაინც მეცით პატივიო. ჰოდა, ჯუმბერი ვარ მარადჟამს, უკუნითი უკუნისამდე და ვაბშე არ მიტყდება. ჩემები ჯუმბოს მეძახიან. ეგრე უფრო მისწორდება.
ზოგადად, ქლაბერი არა ვარ, მარა ინტერესის პონტში წავედით, რა. ,,ბასიანზე’’ ბზარას ბიძა მუშაობს დაცვაში. ზაფხულობით საკაიფო თრიაქი აქუნდა. მაგრა გვიჯიგრა. შესვლამდე ბზარას ღადაობის პონტში ყური მოქაჩა: თავზე ნუ გადაიჯვამთო.
და განიხვნა კარი, ვითარცა ჭიშკარი სამოთხისაი, ედემისაი სრულისა წინაშე ჩვენსა.
შთავედით.
– აუ, ასწორებ შე ჩემაააა! – მითხრა ყანჩამ. შესვლისთანავე პეგი გოუ გუგუნებდა, ვითარცა გალობაი დედუფლისა ჩვენისა მარიამისა მიმართ აღვლენილი.
მუსიკის რიტმს ავყევით და ტექნოტალღებში შევცურეთ ვაბშე სხვადასხვა მიმართულებით. თავიდან სივრცის აღქმა გამიჭირდა. დინამიკი ბოლო ხმაზე ღმუოდა. რიტმს მივნებდი. აი, იცით, როგორი რაღაცაა? გათავების ბოლო წუთები წარმოიდგინეთ და ეგაა.
გვიან დავიწყე ნძრევა. ესე არს ნძრევაი საკვირველი, რამეთუ ბიძაჩემი სულ კუტუზე მკოცნიდა. მახსოვს, ერთხელ, 31 დეკემბერს ძმაკაცები ამოყარა ჩვენთან. მაგ დროს ცხრა წლის ვიქნებოდი, ჰა–ჰა, ათის, მეტის არა. მაგრა ციოდა. მეძინა. დედაჩემს გააღვიძებინა ჩემი თავი. აქ მომიყვანე, კაცობა უნდა ვასწავლოო. მიმიყვანეს. რეიტუზით მივუჯექი სუფრას, ტრაკზე მწიწკნიდა. მამაჩემმა მაგიდაზე შემომსვა და რეიტუზი ჩამხადა, მერე ტრუსიკი. ეს მაგარი მტყვნელი იქნებაო – ბიძაჩემმა და ღვინო ჩამოასხა. მაგარი ნაბოზარი კაცი იყო. მაგის ცოლი ბოზობამდე გალობდა, მერე აურია და გალოთდა თუ რაღაც. იტოგში, რატო ვიხსენებ ამას: კუტუს ჩვენება კიდე გაგრძელდა, მერე ბღვერები დავიწყე და შემეშვა. პირველი სექსის დროს მაგრა გავჭედე. დამენძრეოდა, ლიდას რომ არ ევაჟკაცა…
აი, ბზარა გამოჩნდა. ქოლგეითის რეკლამას გავს ეგ ჩემისა. მომიჯდა და მეუბნება: თესლი რაღაც გავჩითე, შენ ძმობას ვფიცავარო.
აბა, მაიტა–მეთქი.
მუშტი გაშალა და პაკეტი გამომიწოდა. შიგ ორი, ფრჩხილისოდენა სმაილიკი იდო.
– ღადაობ, შე ჩემა? – გამოვყლევდი – სად გაჩითე, ე!
– მყავს ხალხი, – მეუბნება ქოლგეითის რეკლამა – გაგვისწორდება.
– ლიზერგინული მჟავის დიეთილამიდი – ვუყვირი ბზარას.
– რა თქვი? – ხავის და თან ცდილობს მუსიკას აყვეს.
ხოლო წმიდამან ჯუმბერ ნაცვლად მცონარობისა საქმისა დიდითა გულსმოდგინებითა ხელთა აღიხუნა LSD და მცირედთა საათთა შემდგომად მიიღო იგი ვითარცა ძღუენი უფლისა ჩვუენისა იესო ქრისტესი. მერე უკვე ყველაფერი აირია, ბზარა სადღაც ტრაკში წავიდა, ვიღაც მდედრობითი სქესის ჟირაფს დაუწყო ჩალიჩი. მერე დავიზმენდი. საგნები ამოყირავდნენ და თან თავიანთი თავიდან გავიდნენ, რა. აუ, როგორ გითხრათ, ძმებო. იტოგში, საგნებმა ფორმა დაკარგეს. ვიღაც ტიპებს ვაშტერდებოდი: სახეალესილი სიფათები ქონდათ. მართლა! აი, გაჯი რო მიასხა და შეახმეს, ეგეთი. რაღაც ყლეობებს ვსვამდი. ვიღაცას რაღაცას ვებაზრებოდი. ყანჩას ვეძებდი: ყანჩაააააააააააააააააააააააა! სად ხაააარ, ყაააააააააანჩ! – ვხაოდი და აღდგა ჯუმბერ და დაუტევა ადგილი თვისი და სიგიჟის მოშიშებით დიჯეისთან აღვიდა, ვითარცა ქრისტე გოლგოთაზე: ღუაწლსა დიდსა შესვლად ხარ, დაო ჩემო. უფრთხილდი ჰანგსა, რამეთუ საფრთხილო არს, პაპსამ საძოვარი არ პოოს შენთანა. ხოლო პეგი გოუმ რქუა ჯუმბერს: ძმაო ჩემო, კურთხეულ ხარ აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე, ამინ! მერე მოულოდნელად რაღაც დატრიალდა, დატრიალდა, დატრიალდა და ჩამობნელდა. როცა შევფხიზლდი, ვიღაცის სილუეტი შევნიშნე, მაშტერდებოდა. გღვიძავს გურულო? – ულვაშმა გამიღიმა. სიტყუაი მისი იყო შეზავებულ მარილითა მადლისაითა. ბრძნად აღაღოს პირი თვისი და წესი განუჩინის ენასა თვისსა. – არ ვარ, ბაბუ, მე გურული! – ვინაა შენი ბაბუ, შე ვირიშვილო! – ჩაიცინა და წამომაყენა. დისკოს ბურთმა მისი სახე წამიერად გაანათა. ის იყო. ჩვენების სათაყვანებელი სტალინი. ვიღაცას ედო ,,ვოლზე’’ და იქიდან მახსოვს. – რას მომშტერებიხარ, კაკო, ვერ მიცანი? არ ვარ მე კაკო – დავუბღვირესავით. – კაკო ვასაძე მაინც არ გაგიგია? თავს მჭრი, ხო? – აზრზე არ ვარ. – კოპიო კაკო ხარ! გადაირევა კაცი – სტალინი ბართან ჩამოჯდა. ხოლო იყო ხილვითა დიდ, ხორცითა ძუალმსხვილ, ყოვლად ტკბილ, სრულიად გვამთა მრთელ და სულითა უბიწო. – ორმოცდაექვსში მყავდა აგარაკზე ეგ, სპარტაკ ბაღაშვილი და იყვნენ კიდევ სხვები, – ჩიბუხი გააბოლა სტალინმა – სუფთა, მეგობრული საუბარი გვქონდა, მამაშვილური. შესუნთქული კვამლი ამოახველა. – გამათავა კაცი ამ იმპორტულმა, – ჩიბუხი მომიშვირა – ეწევი შეენ? – რავი, კი. – აჰა, მიდი მერე. ჩათვალე, ბაბუაშენი ვარ. ჩიბუხი გამოვართვი და ნაფაზი დავარტყი. გამისწორდა. – ჰა, როგორია? – წავა, რა. ჩიბუხი დავუბრუნე. სტალინმა დაფერთხა, სელპაკით გააპრიალა და ჯიბეში ჩაიდო. – რას ფიქრობ აბა, ჩემზე? რას გიყვებიან შენები. – რავი, პირადად ჩემები თუ გაინტერესებს, ბებიაჩემი შენ ფოტოს ახლაც ინახავს ხატების უკან. ბაბუა ომში მოკვდა. მამაჩემს ყლეზე კიდიხარ. – უყურე შენ! – ცივად გამიღიმა – თამამი ბიჭი ხარ. პეგი გოუს რიტმზე სტალინმაც სცადა მხრების ამოძრავება, მარა ღადაობა იყო. ვაბშე არ ქონდა რიტმის გრძნობა. ყრუ იყო ეგ ჩემისა? – მოგწონს კაპიტალიზმი? – მეკითხება და კვლავ ჩიბუხს ანთებს – მე მგონი, თქვენ, ქართველებმა, ცხვირი ისე მაგრად წაიტეხეთ, რომ ბევრს, ყველას თუ არა, უმეტეს ნაწილს, პროცენტულად რომ გამოვსახოთ, 80 პროცენტს მაინც, სოციალიზმი ურჩევნია. რატომ? აი, მისმინე, შვილო, ყოვლად კეთილო და სარწმუნოო მონაო. აჰა, მოიწია ჟამი ჭეშმარიტებისაი და იწყო ქებაი და დიდებაი სოციალიზმისა, მარქს–ენგელს–ლენინ ტრიადისა, ძალისა ოპრიჩნიკისა, რაიც ივანე მრისხანეს აქუნდა. მერმედ ამისა იწყო პროპაგანდაი სოცრეალიზმისა, ქებაი მოციქულთა: ბენიტო ბუაჩიძისა, ფრიდონ ნაროუშვილისა, კალე ბობოხიძისა, კონსტანტინე ლორთქიფანიძისა, ვინმე ფეოდოსიშვილისა, რომელსაც აქუნდა ლექსი საკუირველი: ქალაქის ბაღში… მე თავს ვუქნევდი და მორიგ ყლეობას ვსვამდი. –დამელოდე, ახლავე მოვალ, მეფსია – მხარზე ხელი მომითათუნა და გავიდა. – ყაააააააააააააანჩ! სად ხარ, ყაააააააააააააააანჩ! – უცებ მოვრთე ღრიალი. მერე დაკარგული ბზარას ძიებაში გავიჩითე. მერე ყველაფერი დატრიალდა და გავითიშე: შდგჯვხო;ჯდზჯბ
კბზდღპჰკ“კფკპფ’კნპ’ფკჯგპკნპკგნკპკსდგპკზკფსბ;’რდფფფფფფფფფ’;დდდდდდდდდდდდდjkjkfდფფფ error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error error ყაააანჩჩჩჩჩჩ სად ხრ ყააანნნჩჩცბოზიფოგფ;ბჯდშვილიხცფჰდჰფგჯჰჯჯჰდდგფგდფჰცფლბ[ხფგლჯგფნლჰმლჰლ ვიყოფფჰგჰფგჯჯჰჯჰჯჰკგკჯჰჯლჰლგჰკცგჰკჰგკჰჩემიდედასშევეცისადხართეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე error error error error error error error გული რომ მტკივა, ვის ვუამბო ვის, შენ ხარ თუ მე მართალი, ვინ იცის? შენ რომ ბავშვივით ყველაფერი გწყინს, კამათში დრო უაზროდ მიდის. დრო როგორ გავიდა, გავიდა, გავიდა… – ტემპში მეგობრებო, ტემპში – კიოდა დიჯეის პულტთან მდგარი ქალი. და ესევითარსა კეთილსა ზრახუასა მისსა ჰპოვა მოყვასნი შეწევნითა ირმა სოხაძის მადლისაითა. – დროოოო როგორ გავიდა, გავიდა, გავიდა… – მიმოვიხედე და იქვე, კუთხეში, ბზარას მოვკარი თვალი. შავ ოთახში შევიდა. შავი ხვრელი! ვახ, ჩემი კარგი მოვტყან! შავი ხვრელი გაიჩითა. ბზარაააააააააააააააააააააა! ბზარააააააააააააააააა! დამელოდე, რა! ბზარააააააააა! სად დაყლეპროჭაობ, შე ჩემა! შავმა ხვრელმა შემისრუტა. დაუდგენელ სივრცეში გავიჩითე, თქვენ ძმობას ვფიცავარ! ცენტრში კოცონი ენთო. ვიღაც ტიპები ისხდნენ. შავებში, ჩოხებში, ულვაშები, რამე. ერთი, იმათგან ყველაზე გამორჩეული, მაღალი, ხმელი ტიპი, ისიც შავ ჩოხაში, ტექნიკურ სვლებს უხსნიდა დანარჩენებს. კუნძს ფეხი წამოვკარი, დავეცი. ხმელი წამოდგა, წამომაყენა, ხელი გადამხვია და კოცონთან დამსვა. – ჩვენიანია? – იკითხა სქელმა. – ჰო – გადაუჩურჩულა ხმელმა – ხომ მიცანი? – მომიბრუნდა. ისაა? ამასწინათ გვიყვებოდა მაგის შეფიცულთა თუ დაფიცებულთა რაზმზე ლაურა მასწი ანთებული თვალებით. ფოტოც გვიკიდია კლასში, ხატებთან. – კი, მგონი. – იქნები, ჩვენთან? შემოგვიერთდი. დედა ვუტიროთ იმათ – ეშმაკურად მიღიმის. – შენ არ არსებობ! –ხომ მელაპარაკები? – კი. – მერე? არ არის ეგ პარანოიის კლინიკური ფორმა. გვჭირდები – თქვა და არაყი გადაკრა. – დროა უკვე – გახედა სქელმა. – ჰა, მოხვალ? – მიღიმიან. – რავი, კი. მაშინ ერთითა მით ერთობითა აღიბეჭდეს თავნი თვისი ძლიერებისა ბეჭდითა მით ნიშისა საუფლოისა პატიოსნისა ჯუარისაითა.
ხოლო იყვნენ კარიბჭესთან შავნი ანგელოზნი, ნაშიერნი ბელზებელისა და აქუნდათ მათ შუბნი და დუბინკაი და დურთეს და დურთეს ერთმანეთსა სილურჯემდინ. აღიღო ანგელოზმან შუბი და უხეთქნა ჯუმბერს და ჩაჰფლა და თუალი ჩაუბუშტა. და მუშტითა სცემდა ბარძაყსა მისსა. მერე იყო უბნობა ამბისა საზარელისა: თმაში მწვდა მე პირადად ერთ–ერთი სამართალდამცავი თუ რაღაცა ყლე მე თმაში მწვდა. უკაცრავად უცენზურობისთვის, ძაან დიდი ბოდიში, მარა თმაში მწვდა მეეე საქართველოს მოქალაქეს, სრულფასოვანს, რამეთუ ყლეი არს იგი, ვინც ეხების თმასა ჩემსა, რაიც ჭინჭრის ბალზამით არს პკურებულ. და მანამდე კი იყო ქაოსი ბასიანსა ზედა, რამეთუ ანგელოზმან აღაპყრო მახუილი თუისი და სდურთა და სდურთა თრიაქრეალიზატორსა და უბნობდნენ ბასიანელები: ხშირად გვესმის ფანტასმაგორიული სისულელე, რომ ჩვენ ვართ თრიაქთმადიდებლები. ესე არს სიცრუეი, რამეთუ ჩვენ ვაშენებთ დასავლურ დემოკრატიას და არა დემონოკრატიას. და უბნობდა დიაცი ერთი: შემოვარდნენ არაადამიანურად, რომელთაც აქუნდათ ავტომატნი და დამარტყეს ხელი. განმეორდა რტყმაი ასგზის და ათასგზის და შემიპყრეს, ვითარცა თრიაქმადიდებელი. მერმედ ამისა შავმან ანგელოზმან ბორკილ ჰყო ჯუმბერ, აღიღო იგი და წარიტაცნა საპყრობილესა შინა. ხოლო ჯუმბერ სამსა დღეთა შინა არცა დღისით, არცა ღამე არა დაიძინის, არცა საჭმელი რაი მიიღის. ხოლო იწყო ხალხმა უკმაყოფილებაი და განრისხებაი და პოსტავდა დედუფალი ნაჯა რისხუით: ძმანო და დანო, ესე არს სახელმწიფო ბოზებისა და ჩათლახებისა. ხელბორკილ ჰყვეს მათ მოციქულნი ჩუენნი: გეთია ტატო, გელბახიანი ზვიად, ლეჟავა დავით. და ვითარცა მჴეცი მძჳნვარჱ ყიოდა და იზახდა ვითარცა ცოფი და მერმედ ამისა საწყალობენ იქმნა უბადრუკი ჯუმბერ, რამეთუ სამსა დღესა შინა დედაი უტყნეს მისსა კუჭსა. იფსმიდა და იჯმიდა შიგადაშიგ, ჰყმუოდა, ვითარცა მგელი. ხოლო მეოთხე დღესა იხილა თეთრი ხმაური, ზეცად მოვლენილი და დედუფალი ნაჯა, რომელმაც უბოძა თავისუფლებაი მასსა და შვიდსა თრიაქმადიდებლელსა და განმწესდა სახსენებელი წმიდისა ჯუმბერისა და შვიდთა მოციქულთა მყის.
მას ჟამსა იყო ვინმე კაცი, სახელად მართალი და წმიდაი, პოლიტიკურად უბიწო, რომელსაც აქუნდა გვარი – გახარია. და იწყო ხალხმა უკმაყოფილებაი და რისხვაი და აზვირთდნენ და დაუტევეს ადგილი თვისი და წარემართნენ რუსთაველზედ. განჰმზადდა ლოზუნგები მსგავსად ჩვეულებისა რისხვითა და ისმოდა: ჩვენ ვართ თავისუფლების ნაყოფნი, ვარდნი შუენიერნი, ფინიკნი ლიბერალიზმისა და ზეთისხილნი მაპისა. და ამბა რისხვისა მსწრაფლ მივიდა გახარიასთან და მოიღეს შეკრებაი შტაბსა შინა. და აღვიდა გახარია და რქუა განრისხებულთ: ბოდიში! და რქუეს მას: სტყუი! ხოლო რქუა გახარიამ სამგზის ბოდიში! და იკლო მღელვარებამ და იწყო დაშლა მომიტინგეთა, უსისხლოდ. და ოდეს ვიხილე მშვიდობაი, დავუტევე ადგილი ესე მე, მოციქულმა ჯუმბერ, და წარვედ სახლსა შინა–გლდან.
უკუნს პლაკატიდან მოღიმარი დიაცის გულზედ მიბნეული ჯუარი აცისკროვნებდა. ჯუარი დედუფლისა ჩვენისა თამარისი.